ირლანდიურმა „ლოუ-კოსტერმა“ Ryanair-მა ზაფხულიდან თურქეთის მიმართულების ფრენების დაწყება დაანონსა.
უკვე ცნობილია, რომ 24 ივნისიდან Ryanair-ი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან თურქეთის ქალაქ დალამანის მიმართულებით იწყებს რეისებს. ხოლო 28 ივნისიდან სოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავადან რეისებს დალამანის მიმართულებითაც დაამატებს.
ორივე მარშრუტზე Ryanair-ი რეისებს კვირაში ერთხელ განახორციელებს. უკვე გაწერილი გეგმის თანახმად, ფრენებს Ryanair-ი ზაფხულის სანავიგაციო პერიოდის ბოლომდე განახორციელებს. ავიაბილეთის ფასი (ერთი გზა) 40 ევროდან იქნება.