ლონდონის Stansted-ის საერთაშორისო აეროპორტი მოდერნიზაციაში 670 მლნ ევროს ჩადებს.
პროგრამის პირველი ეტაპი აეროპორტის ტერმინალის გაფართოებას ისახავს მიზნად. პროექტის თანახმად, აეროპორტს 30 რეგისტრაციის დახლი დაემატება, დარბაზებში დაემატება ახალი სკამები, გაიხსნება ახალი რესტორნები
აეროპორტის გენერალური დირექტორი, კენ ოტული აცხადებს, რომ „წარმატებული 2017 წლის შემდეგ და წელსაც ჩვენს აეროპორტს რეკორდული რაოდენობის მგზავრი ყავს. ჩვენ წინ რთული წელი გაქვს, მოგვიწევს ახალი ავიაკომპანიების შემოყვანა და ახალი მარშრუტების დაგეგმვა“.
აღსანიშნავია, რომ Stansted-ის აეროპორტმა იანვარში 1,8 მლნ მგზავრი გაატარა, რაც 2017 წლის იანვარში გარატებული მგზავრების რაოდენობაზე 3,3%-ით მეტია.