კომპანია Apple-მა, ჩინეთში მდებარე ერთ-ერთ საწარმოში, ახალი მოდელის iPhone-ს წარმოება დროებით შეაჩერა.
აღნიშნულის მიზეზი კი გახდა, კორპორაციის ადგილობრივი ტექნოლოგიების პარტნიორის მიერ არაოფიციალური კომპონენტების გამოყენება.
როგორც ჩინური გამოცემა Commercial Times-ი იტყობინება, პრობლემის მიზეზი გახდა კომპანია Wistron-ის საწარმო, სადაც გამოყენებული იქნა არასანქცირებული კომპონენტები.
შედეგად საწარმოს მუშაობა 2 თვით შეჩერდა, ვიდრე ყველა დეტალი არ გაირკვევა. თავის მხრივ Wistron-მა ბრალდება უარყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ საწარმოზე Apple-ის წარმოების მცირედი ნაწილი მოდის, რადგანაც „ჩაკბეჩილი ვაშლი“ საკუთარი პროდუქციის უმეტეს ნაწილს, მით უმეტეს iPhone-ს მოწყობილობებს კომპანია Foxconn-ის საწარმოს უკვეთავს.