14 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4394 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4400 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.06 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0166 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0100 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.66 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6308 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4056 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 მარტიდან შევა ძალაში.