ანტალიაში მდებარე Mardan Palace-ს, რომელიც ექსპლუატაციაში 2009 წელს შევიდა და მასში მფლობელმა 1,4 მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩადო, შესაძლოა მალე ახალი მფლობელი გამოუჩნდეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, Mardan Palace-ის მფლობელი, რომელმაც გასული წლის შემოდგომაზე მუშაობა შეწყვიტა, შესაძლოა Rixos Group-ი გახდეს.
დღეისათვის Rixos Group-ის ლუქს ბრენდის ქვეშ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში 29 სასტუმროა გაერთიანებული, მათგან კი 12 სასტუმრო თურქეთშია.