ხვალ, 14 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ (თავისუფლების მოედანი) გაიმართება, საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“-ს პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას გამართავს საინვესტიციო კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, რომელიც ისაუბრებს „საქართველოს კაპიტალი“-ს სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე. კერძოდ, საინვესტიციო კომპანიის მიერ მოზიდულ ინვესტიციებზე და ამ თანხების ინვესტირებაზე ქართულ კომპანიებში.