ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია Wizz Air-ი დღეს კომპანიის ისტორიის მანძილზე ქსელის ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას იწყებს.
უახლოესი 17 კვირის განმავლობაში Wizz Air-ის ევროპის ბაზებზე საერთო ჯამში 21 თვითმფრინავი განთავსდება, რაც 700 დამატებითი ყოველკვირეული რეისისა და 70 ახალი სერვისის განხორციელებას შეუწყობს ხელს. ოთხი ახალი მიმართულებით - ათენი, ტალინი, ხარკოვი და ვენა - რეისები ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება. ამასთან, ავსტრიის დედაქალაქში დასავლეთ ევროპის ახალი ბაზაც გაიხსნება. 2018 წელს Wizz Air-ის გაფართოება განპირობებულია 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიციით საქართველოს, ბრიტანეთის, ავსტრიის, პოლონეთის, უკრაინის, უნგრეთისა და რუმინეთის 11 ბაზაში.
მასშტაბური გაფართოების აღსანიშნავად, Wizz Air დღეს დაჯავშნულ ყველა რეისზე 20%*-იან ფასდაკლებას აცხადებს. შეთავაზება ხელმისაწვდომია 13 მარტს, ღამის 12 საათამდე. მოგზაურობის პერიოდი შეზღუდულია მაქსიმუმ 2018 წლის 31 მაისამდე. მოგზაურებს, რომელთაც ევროპის ახალი შესანიშნავი ადგილების აღმოჩენა სურთ, საშუალება აქვთ, wizzair.com-ის ყველაზე დაბალი ფასებით ისარგებლონ.
ამასთან, WIZZ-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, კომპანიის შთამბეჭდავი გაფართოება აღნიშნონ თვითმფრინავის ბორტზე, ენთუზიაზმით აღსავსე ეკიპაჟთან ერთად. ასევე შესაძლებელია სოციალურ მედიაში ჩართვა და #WIZZaroundEUROPE -ის გამოწერა. ახალი, რიგით 21-ე თვითმფრინავის პირველ მგზავრებს ექნებათ შანსი, მოიგონ WIZZ- ის 1000 ევროიანი ვაუჩერი, ხოლო სხვა მომხმარებლებს, რომელთაც მნიშვნელოვანი სიახლეების აღნიშვნა სურთ და ევროპის მასშტაბით კომპანიის რისების შესახებ ინფორმაცია აინტერესებთ, Facebook-ზე ბევრი საინტერესო სურპრიზი ელოდებათ.
Wizz Air 2018 წლის გაფართოებას ამ კვირას ბუდაპეშტიდან იწყებს, რაც უნგრეთის დედაქალაქში ახალი ეარბას A320 ტიპის რიგით მეთერთმეტე ბაზირებული თვითმფრინავის დამატებას გულისხმობს. ამასთან, აღნიშნული სიახლე ემთხვევა ნორვეგიის ქალაქ სტავანგერის მიმართულებით ახალი მარშრუტის დანიშვნას.
Wizz Air აგრძელებს ევროპის მასშტაბით ქსელის გაფართოებას, რაც დაბალბიუჯეტიანი მგზავრობის სტიმულირებითა და მომხმარებელთა ფრენის გამოცდილების გაუმჯობესებისაკენ მუდმივი სწრაფვით მიიღწევა. შედეგად, აღსანიშნავია ნდობა და ლოიალობა იმ მგზავრებისა, რომლებიც ფრენის კარგი გამოცდილებითა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტის შესანიშნავი საბორტო მომსახურებით სარგებლობენ. Wizz Air-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმ ქვეყნების ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში, სადაც ფრენებს ახორციელებს. ავიაკომპანია ხელს უწყობს არა მხოლოდ მის ბაზებზე პირდაპირი სამუშაო ადგილების შექმნას, არამედ საავიაციო თუ ტურისტულ სფეროებში დასაქმების ბაზრის სტიმულირებას. 2018 წლის მარტიდან ივლისამდე, Wizz Air-ის გუნდს 15-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი ავიაციის პროფესიონალი შეუერთდება, რათა კომპანიის წარმატებაში შეიტანოს წვლილი.
”დღეს ჩვენ ყველაზე დიდი გაფართოების ფაზას ვიწყებთ Wizz Air-ის ისტორიის განმავლობაში. კომპანია კვლავ ერთგულად ახორციელებს მისიას, რაც საჰაერო მოგზაურობის ყველასთვის ხელმისაწვდომობას გულისხმობს და მომხმარებლებს ყველაზე დაბალ ფასებს სთავაზობს, ULCC-ბიზნეს მოდელის საშუალებით. ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ვიზეარს, რომლის მრავალფეროვანი ქსელიც 600-ზე მეტ მარშრუტს აერთიანებს და ერთმანეთთან აკავშირებს 44 ქვეყნის 145 ქალაქს. 70 ახალი მარშრუტი, რომელთა განხორციელებაც უახლოესი 17 კვირის განმავლობაში დაიწყება, ჩვენი მომხმარებელთა მგზავრობისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იმ ქვეყნების ბიზნეს კავშირებისა და ეკონომიკის გაუმჯობესებას, რომელშიც კომპანია მოღვაწეობს. ჩვენი ენთუზიაზმით აღსავსე ეკიპაჟი ვიზეარის ყველა მომხმარებელს ბორტზე მოუთმენლად ელოდება, რათა მათ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტის შესანიშნავი მომსახურება შესთავაზოს“, აცხადებს Wizz Air-ის კორპორატიული დირექტორი ოვეინ ჯონსი.