რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი კრასნოდარიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. კომპანიის ინფორმაციით ფრენები აღნიშნულ მიმართულებაზე 24 მაისიდან დაიწყება და ზაფხულის სანავიგაციო პერიოდის ბოლომდე გასტანს.
Ural Airlines-ის ინფორმაციითვე, კრასნოდარი-თბილისის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება 64 ევროდან (ერთი გზა) იქნება. რეისები ყოველ ხუთშაბათსა და კვირაობით განხორციელდება და ფრენა კრასნოდარის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 06.55 საათზე განხორციელდება, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი 10.05 საათზე (ადგილობრივი დროით).
აღნიშნულ მარშრუტზე ფრენის ხანგრძლივობა 1 საათი და 25 წუთია. ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია.
კრასნოდარიდან თბილისის მიმართულებით რეისების დაწყება რუსული „ლოუ-კოსტერის“ Pobeda-ს გეგმებშიცაა. ავიაკომპანიამ კრასნოდარიდან ფრენებზე შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო და მალე ბილეთების გაყიდვასაც დაიწყებს.