13-14 მარტს თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში", EBRD-ი და OECD-ი ატარებს კონფერენციას ბიზნესის ინტეგრაციის საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, მოლდოვას, უკრაინის და ბელარუსის ხელისუფლების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.
ირაკლი კოვზანაძე 2007-2008 წლებში იყო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარებისა ბანკის (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ბანკების კორპორაციული მართვის ერთობლივი კომისიის თავმჯდომარე ევრაზიის ქვეყნებში.