თელავში კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. ახალo ოფისი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნეს. პრეზენტაციაზე 2018 წლის სამუშაო გეგმა წარადგინეს. ღონისძიებას კახეთის მუნიციპალიტეტების, ტურისტული კომპანიების, სასტუმრო და კვების ობიექტების, ასევე არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ მუშაობას კახეთის რეგიონის პირველი DMO-ს (დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის) ჩამოყალიბებაზე. აღნიშნული ორგანიზაცია ააიპი „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ბაზაზე შეიქმნება.
პროექტი მიზანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის შორის თანამშრომლობის გაღრმავება რომელიც კახეთის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო დონეზე მეტ წარმოჩენას შეუწყობს ხელს, პროექტის ფარგლებში მოხდება: პრესტურების გამართვა, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა და სხვა აქტივობები. პროექტი დაეხმარება რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას, სერვისის ხარისხის ამაღლებას. ტურისტული სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას.