მეწარმე სუბიექტებისათვის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადა უკვე ამოიწურა. სებ-ის ინფორმაციით, 11 მარტს ამოიწურა ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადა იმ მეწარმე სუბიექტებისათვის, რომელთაც დაბრუნებადი ფულადი სახსრები მოზიდული ჰქონდათ 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან.
შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით - ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე - ფიზიკური პირებისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სებ-ს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე nonbank@nbg.gov.ge ან შემდეგ ნომერზე 2 406 406.