12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4328 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4462 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.34 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9953 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0088 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.35 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6365 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3714 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 მარტიდან შევა ძალაში.