ENG / RUS

ვიდრე ხვალ, საქართველო?"

რატომ მოგვივიდა ეს ყველაფერი? შეიძლებოდა თუ არა ამ უბედურების თავიდან აცილება? ამის შემდეგ რა მოგვივა? _ აი, კითხვები, რომლებიც დღეს ჩვენს ხალხს აწუხებს. აშკარაა, რომ ხელისუფლებისა და ექსპერტების მხრიდან ამ კითხვებზე მრავალგზის გაცემული ნაირ-ნაირი პასუხი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს. ამ წერილში შემოგთავაზებთ მოკლე ანალიზს და ვეცდებით ობიექტური პასუხი გავცეთ ამ კითხვებს.

დავიწყოთ რუსეთით. რუსეთის ხელისუფლების მოქმედების გაგება შეუძლებელია, თუ მის სრულიად ირაციონალურ ბუნებასა და მოტივაციას არ გავითვალისწინებთ. ხელისუფლების სათავეში მოსული ჩეკისტ-კაპიტალისტები წარმოადგენენ ყველაზე კორუმპირებულ ხელისუფლებას რუსეთის ისტორიაში. ამავდროულად, მათ გაცილებით უფრო სძულთ დასავლეთი, პირველ ყოვლისა კი აშშ, ვიდრე უყვართ რუსეთი. შესაბამისად, ისინი ყოველთვის მზად არიან ჩაიდინონ ნებისმიერი რამ, როგორი საზიანოც არ უნდა იყოს ეს რუსი ხალხისთვის, ოღონდ გული მოიფხანონ იმით, რომ რაღაც მეტოქეობა გაუწიეს დასავლეთს, რომ რაღაცით გაუტოლდნენ აშშ-ს. მათ საერთოდ არ სწამთ ისეთი ფასეულობებისა, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და ა.შ., მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი შირმაა, რომელსაც დასავლეთში მმართველი "კაპიტალისტური'' ელიტა იყენებს თავისი ხალხის მოსატყუებლად (პუტინი გულწრფელი იყო, როცა განაცხადა, რომ თვითონ არის ყველაზე დიდი დემოკრატი და ჰუმანისტი მსოფლიოში და რომ მაჰათმა განდის გარდაცვალების შემდეგ ვერავის ხედავს, რომ ამ თემებზე დაელაპარაკოს).

პუტინმა და მისმა ჩეკისტურმა დაჯგუფებამ ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქებების მოწყობით, არაერთი თანამოქალაქის ფიზიკურად განადგურებითა და ამ დანაშაულის ტერორისტებზე გადაბრალების გზით, შემდეგ კი ჩეჩნეთში ნამდვილი გენოციდის მოწყობით. ისინი მართლა განიცდიან ბოროტების იმპერიის, სსრკ-ის დაშლას, როგორც მეოცე საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას და უდიდეს პირად დამცირებად მიაჩნიათ სსრკ-ის დაშლის შემდეგ არსებული ვითარება. ნავთობსა და გაზზე ფასების უპრეცენდენტო ზრდამ მსოფლიოში ბოლო ათი წლის განმავლობაში, მრავალმილიარდიან შემოსავალი მოუტანა რუსეთის კორუმპირებულ ელიტას და მათ პრაქტიკულად მთლიანად დაუკარგა რეალობის შეგრძნება. რეალობის შეგრძნების მაგივრად კი ამ უკულტურო ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ მათთვის ყველაფერია შესაძლებელი, რომ ვერავინ მოსთხოვს პასუხს. არ შევუდგებით აქ ამ თეზისის დამადასტურებელი მრავალი, სრულიად მარაზმული განცხადებისა და გადაწყვეტილების ჩამოთვლას, რომელიც გაკეთდა რუსეთის ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში მთელი მსოფლიოს გასაოცად. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ წინა წლებში მათ ასეთ ქმედებებზე დასავლეთის სათანადო რეაქციის შემდეგ არაერთხელ მოუხდათ უკანდახევა. ეს კი მათ მხოლოდ არასრულფასოვნების კომლექსს უღრმავებდა და ბოღმას უზრდიდა.

ნატოს და აშშ-ის სამხედრო მოქმედება მილოშევიჩის რეჟიმის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლებამ დიდ დამცირებად აღიქვა. სწორედ ჯერ კიდევ მაშინ და არა კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მათ გადაწყიტეს თავიანთი "პრესტიჟის'' აღდგენა მათი მხრიდან ჩატარებული "ანალოგიური'' ოპერაციით. საკმარისია, გადავხედოთ რუსეთის საზღვარს მთელ პერიმეტრზე, რომ დავინახავთ: საქართველო "საუკეთესო პოლიგონია'' ასეთი
"ანალოგიური'' ოპერაციისთვის. ცნობილია, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ პუტინმა აქტიური თანამშრომლობა შესთავაზა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში და ამავროულად ამცნო, რომ რუსეთი აპირებს მასშტაბური ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაციების ჩატარებას თავის სამხრეთ საზღვრებთან, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე და იმედი აქვს, რომ აშშ გაგებით მოეკიდება ამას (გავიხსენოთ, რომ იმხანად რუსეთს უკვე ჩატარებული ჰქონდა პროპაგანდისტული მომზადება _ რუსეთის ხელისუფლება საჯაროდ აცხადებდა, რომ საქართველოში საერთაშორისო ტერორისტების ბანაკების მთელი ქსელი იყო გაშლილი, რომ თვით ბინ ლადენიც, როგორც ჩანს, საქართველოში იმალებოდა. ალბათ, ბევრს ახსოვს სატელევიზიო კადრები, როგორ მოუწოდებდა პუტინი თავის გენერლებს დაებომბათ საქართველოს ტერიტორია და საჭიროების შემთხვევაში სახმელეთო ოპერაციებიც ჩაეტარებინათ). მაშინ, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, აშშ-ის ადმინისტრაციამ ძალზე ხისტი პასუხი გასცა პუტინს. ფაქტობრივად, აუკრძალა მას საქართველოში შეჭრა. პუტინი დაემორჩილა ამ აკრძალვას, თუმცა ეს უდიდეს შეურაცხყოფად აღიქვა...

კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და დასავლეთის მიერ ამის აღიარების შემდეგ პუტინის დაჯგუფება უკვე აშკარად აცხადებდა თავის რევანშისტულ გეგმებს. მათ ამაზე არაერთი პირდაპირი თუ ირიბი განცხადება და მინიშნება გააკეთეს. ამა წლის აპრილში პუტინის ცნობილი გადაწყვეტილება, დაერღვია დსთ-ის ხელშეკრულება აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისადმი დამოკიდებულების თაობაზე, ცხადია, ნიშნავდა იმას, რომ რუსეთი ღია აგრესიულ პოლიტიკაზე გადადიოდა. დანარჩენი ყველას კარგად ახსოვს: რკინიგზის შეკეთება აფხაზეთში "ჰუმანიტარული'' მიზნებისთვის (ანუ ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის გადმოსასროლად); კოკოითის ღია აგრესიული მოქმედებები: მისგან წინასწარ გამოცხადებული ეთნიკური წმენდა; განუწყვეტელი თავდასხმები და სროლა ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობის მიმართ; ცხინვალის წინასწარი "ევაკუაცია'' და შემდეგ უკვე უწყვეტი ცეცხლის გახსნა, ბოლოს 7 აგვისტო და შემდეგი მოვლენები.

შეეძლო თუ არა საქართველოს ხელისუფლებას თავიდან აეცილებინა, ან თუნდაც შეემსუბუქებინა ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ჩვენს თავს? არაერთი ობიექტური და ღრმა პოლიტოლოგი (მათ შორის რუსი მეცნიერებიც არიან) ამტკიცებს, რომ პუტინის დაჯგუფება ყველა შემთხვევაში მოახდენდა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. ამ დღეებში პრეზიდენტმა მედვედევმა გამოაცხადა, რომ არ შეიკავებდა თავს სამხედრო მოქმედებებისგან იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს უკვე განაღდებული ექნებოდა ნატოში გაწევრიანება (როგორც ჩანს, მედვედევი ა. წ. აპრილში საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის მიცემის შესაძლებლობას გულისხმობდა). ზოგიერთი ცნობილი უცხოელი მიმომხილველი უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ ევროპაში არსებული ვითარების გამო ნატო სამხედრო მეთოდებით არ დაიცავდა საქართველოს რუსეთის აგრესიისგან იმ შემთვევაშიც, საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრიც რომ ყოფილიყო. დამოუკიდებელი რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი თავის ცნობილ წერილში აღნიშნავს, რომ პუტინის დაჯგუფებამ და რუსეთის გენერალიტეტმა ჯერ კიდევ ა. წ. აპრილში მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში სამხედრო ინტერვენციის თაობაზე და იმთავითვე განსაზღვრეს, რომ ეს უნდა განეხორციელებინათ არა უგვიანეს ა. წ. აგვისტოს მეორე ნახევრისა, კავკასიონის ქედზე ამ პერიოდში ამინდის ცვლილების გამო. ფელგენგაუერი იმასაც ამბობს, რომ რაც არ უნდა მოემოქმედა საქართველოს ხელისუფლებას, ინტეერვენცია მაინც განხორციელდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ქართველები არ წამოეგებოდნენ პროვოკაციას და არ შევიდოდნენ ცხინვალში, _ წერს ფელგენგაუერი, _ რუსეთის არმია (აფხაზი სეპარატისტების ხელით) შეუტევდა კოდორს და ქართველების მხრიდან სულ მცირე წინააღმდეგობის შემთხვევაში (რაც აუცილებლად იქნებოდა) ზუსტად იმავე სცენარით იმოქმედებდა, როგორითაც იმოქმედა. ამ მხრივ მთლიანად ვეთანხმებით ფელგენგაუერსა და სხვა ექსპერტებს, მაგრამ ეს არ გვათავისუფლებს იმ კითხვაზე პასუხისგან, რომელიც დავსვით: გააკეთა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, სწორედ და დროულად, ერისთვის დიდი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად? ელემენტარული ობიექტურობა ითხოვს იმას, რომ ამ კითხვაზე მკვეთრად უარყოფითი პასუხი გავცეთ. მიგვაჩნია, რომ იმ დიდი, საქართველოსთვის ჭეშმარიტად ისტორიული წარმატებების ფონზე, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფოს აღმშენებლობისა და განვითარების საქმეში, ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთისადმი და ასევე აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოგვარების სფეროში თავიდანვე იყო სრულიად მცდარი და კონტრპროდუქტიული. ცხინვალის რეგიონშიA2004 წლის ზაფხულის ცნობილ მოვლენებს უმძიმესი შედეგები მოჰყვა. სწორედ მაშინ გადაწყვიტესPპუტინმა და მისმა გარემოცვამ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისინი მოატყუა (პუტინისა და მისი საძმოს ჟარგონზე ეს ასე ფორმულირდებოდა: ქართველებმა "გადაგვაგდეს'', "გადამგდებლები'' ყოფილან და მათთან ლაპარაკი აღარ შეიძლება, "მორჩა ბაზარი''). Uუნდა აღინიშნოს, რომ მანამდე საქართველოს ხელისუფლებასთან განხორციელებული კონტაქტები პუტინს ასეთი განწყობის გარკვეულ საფუძველს მართლაც აძლევდა. სწორედ 2004 წლის ზაფხულში დაინტერესებულ მხარეებში დამკვიდრდა იმის რწმენა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალის გამოყენებით აპირებს, სამშვიდობო რიტორიკა კი მხოლოდ აბრაა, რომლის მიღმა საქართველო გამალებით იარაღდება, რათა ხელსაყრელი მომენტი იხელთოს და სათანადო ბლიც-კრიგი განახორციელოს.

2004 წლის ზაფხულის შემდეგ დღემდე, საქართველოს ხელისუფლების კონტრპროდუქტიული მოქმედება მხოლოდ უღრმავებდა და უმტკიცებდა ამ რწმენას სათანადოდ განწყობილ ადამიანებში: საკმარისია, გავიხსენოთ არაერთი საჯარო განცხადება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე კონკრეტული ვადების მითითებით და იმის აღნიშვნით, რომ თუ მშვიდობიანი მეთოდები არ გაჭრის, მაშინ "სხვა'' (?!) მეთოდებიც იქნება გამოყენებული (ბოლო ასეთი, სრულიად ტრაგიკომიკური განცხადება სულ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ უშიშროების საბჭოს მდივნისგან, რომელმაც განაცხადა ტელევიზიით, რომ ახლა უკვე "ახალგორს დავიბრუნებთ დიპლომატიური მეთოდებით და თუ ეს არ გამოვა, მაშინ სხვა მეთოდებს მივმართავთ''); კლიპები, სადაც ქართველი ჯარისკაცები სწრაფ შეტევაზე გადასულები ყვირიან: "ჩვენ გავათავისუფლებთ...'' და მხოლოდ აფეთქებების ხმა ფარავს იმას, თუ რას გაათავისუფლებენ, თუმცა ეს ისედაც ცხადია მტრისა და მოყვრისთვის; მთავრობის წევრის განცხადება (კოდორში შესვლის შემდეგ), რომ კოდორი არის პლაცდარმი, საიდანაც აფხაზეთს დავიბრუნებთ; არაერთი ღონისძიება კოდორში შესვლის შემდეგ; დიდი ზიანი, რომელიც მიადგა საქართველოს სახელმწიფობრიობას ჩვენი ხელისუფლების გალის რაიონში პროაქტიური მოქმედებით; ალტერნატიული ხელისუფლების (სანაკოევის) "კარტის გათამაშება" ცხინვალის რეგიონში, რასაც გარდაუვლად უნდა გამოეწვია რეგიონის გაწმენდა ქართველი მოსახლეობისა და სანაკოევის მთავრობისგან; აგრესიული, შეურაცხმყოფელი რიტორიკა რუსეთისა და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ, რის უფლებასაც მსოფლიოს არც ერთი სხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელობა თავს არ აძლევდა U(უნდა ითქვას, რომ ეს რიტორიკა არაპროპორციულად დიდ ბოღმასა და სიძულვილს იწვევდა პუტინში, რომლის ღრმა არასრულფასოვნების კომპლექსსა და ნევროპათიაზე ცნობილმა რუსმა ფსიქიატრმა საჯაროდ ჯერ კიდევ წლების წინ ისაუბრა) და მრავალი სხვა.

აღვნიშნოთ, რომ თვით ძირითადი ლოზუნგი _ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა _ იყო და არის ღრმად მცდარი და კონტრპროდუქტიული (ერთადერთი სწორი ლოზუნგი იყო, ცხადია, - შერიგება, ნდობის აღდგენა, რეგიონების ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების ხელშეწყობა და ამის შემდეგ (რა თქმა უნდა, ვადების მითითების გარეშე), მხარეების კეთილი სურვილის გაჩენის შემთხვევაში, ერთობლივი მსჯელობა სტატუსზე.

რაკი იმაზე დავიწყეთ მსჯელობა, თუ როგორი მოქმედება იქნებოდა მართებული, ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას თეორიულად (მაგრამ მხოლოდ თეორიულად) შეეძლო ისე ემოქმედა, რომ აეცდინა რუსეთის სამხედრო ინტერვენციაც და ამავდროულად გაცილებით წარმატებულიც ყოფილიყო დასავლეთთან და კერძოდ ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ამისთვის საჭირო იყო არ დაგვეშვა ყველა ის შეცდომა და კონრპროდუქტიული მოქმედება, რომელიც ჩამოვთვალეთ. საჭირო იყო იმ სწორი ლოზუნგის არჩევა, რომელიც ზევით ვახსენეთ და შესაბამისი პოლიტიკის თანამიმდევრული გატარება. რუსეთის ხელისუფლებისთვის სიტყვითა და საქმით საჭირო იყო იმის დამტკიცება, რომ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს მოატყუებს მათ; რომ ყოველთვის გამოძებნის დიპლომატიურ გზებს, რათა შეურაცხყოფა არ მიაყენოს რუსეთს (გავიხსენოთ რუსი ჯაშუშების საქართველოდან გაძევების ხმაურიანი და ფანტასტიკურად კოლორიტული კონტრმაგალითი); რომ საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთთან და თუნდაც ნატოში გაწევრიანება არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება რუსი ხალხისა და სახელმწიფოს ჭეშმარიტ ინტერესებს და ა.შ; ასევე საჭირო იყო გაცილებით მეტის გაკეთება საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ელიტარულ კორუფციასთან ბრძოლის საქმეში (აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მოხსენებაში, რომელშიც ქ-ნი რაისი ამტკიცებს, რომ საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრიანების გეგმას, ნათქვამია, რომ საქართველოში აღზევებულია ელიტარული კორუფცია. ისიც აღვნიშნოთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერი ხელისუფლების მიერ დაშვებული უხეში შეცდომების შედეგი იყო და არა რეაქცია გატარებულ რეფორმებზე). არ უნდა მოგვსვლოდა ის სერიოზული შეცდომები, რაც ჩვენი არმიის შეიარაღების საქმეში მოგვივიდა. ჩამოთვლილმა შეცდომებმა, ერთად აკუმულირებულმა, დიდი ზარალი მოგვაყენა ქვეყნის შიგნით და საკმარისზე მეტი არგუმენტი მისცა ჩვენ საწინააღმდეგოდ იმ ევროპელ პოლიტიკოსებს, ვისთვისაც საკუთარი ამწუთიერი პოლიტიკური და მატერიალური კეთილდღეობა (ზოგიერთვისთვის კი, ვინ იცის, მომავალში გაზპრომში მოღვაწეობის პერსპექტივაც) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობების დაცვის გამო. აღვნიშნეთ, რომ "უშეცდომო'' გზა მხოლოდ თეორიულად არსებობდა. საქმე ისაა, რომ საქართველოში არ არსებობდა და არც დღეს არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარს დაუჭერდა ასეთ უშეცდომო გზას, ისეთ ზეწოლას მოახდენდა ხელისუფლებაზე, რომ ხელისუფლება ვეღარ გაბედავდა შეცდომების დაშვებას და ა.შ.. პოლიტიკური ძალა კი არა, თითზე ჩამოსათვლელია პოლიტოლოგები, ვისაც უნარი შესწევს მეტ-ნაკლებად ადეკვატურად გაანალიზოს ვითარება. როგორც ჩანს, სულ ცოტა, ერთმა თაობამ უნდა ჩაიაროს, ვიდრე საქართველოში პროფესიონალი პოლიტიკოსები და დიპლომატები გამოჩნდებიან.

ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რაოდენ გრძელიც არ უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების სია, ეს შეცდომები არანაირად, არც პოლიტიკურად და არც წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, არ ამართლებს პუტინისა და მისი თანამოაზრეების დანაშაულებრივ და შეურაცხად ქმედებას.

რაციონალური მსჯელობის წესითა და რიგით, ჩვენი არმიის შეყვანაც ცხინვალში მძიმე შეცდომად უნდა ჩაგვეთვალა. ჩვენ მიმართ ყველაზე უფრო კარგად განწყობილი პოლიტიკოსებიც და ექსპერტებიც მთელ მსოფლიოში, უკეთესს შემთხვევაში იმას აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, როცა ცეცხლი დაუშინა ცხინვალს და შემდეგ თავისი ჯარი შეიყვანა ქალაქში (საკმაოდ ბევრი კი ამას უმძიმეს შეცდომად გვითვლის). პრეზიდენტი ბუშიც კი რუსეთის აგრესიის პირველ დღეებში მხოლოდ რუსეთის არაპროპოციულად ხისტ პასუხზე საუბრობდა. რუსეთის ხელისუფლება კი მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ ქართველების მიერ წამოწყებულმა გენოციდმა სამხრეთ ოსეთში აიძულა ისინი, გაეკეთებინათ ყველაფერი, რაც აქამდე გააკეთეს და ახლაც აკეთებენ. აი, სწორედ აქ ვაწყდებით იმ გარემოებას, რომ მხოლოდ რაციონალური მსჯელობითა და ლოგიკით შეუძლებელია ადამიანთა მოქმედებისა და ამ მოქმედებების შესაძლო შედეგების შეფასება. წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთის ხელისუფლებას სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას დაეკავებინა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია, აეღო კოდორის ხეობა და ამაზე გაჩერებულიყო, სამხედრო მოქმედებების დროს კი არც ერთხელ არ გასცდენოდა კონფლიქტის რეგიონებს. რა იქნებოდა მაშინ? Pპასუხი აშკარაა: მსოფლიოში არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით, საქართველო არ მიიღებდა იმ პოლიტიკური მხარდაჭერის მცირე ნაწილსაც კი, რასაც დღეს ღებულობს. Mმსოფლიო დასჯერდებოდა კრიტიკულ შენიშვნებს რუსეთის მიმართ მისი არაპროპოციული, ჭარბად ხისტი მოქმედების გამო. Mმხოლოდ რუსეთის ხელისუფლების სრულიად არაადეკვატურმა, პირდაპირ რომ ვთქვათ, გიჟურმა მოქმედებამ (რუსეთის წამყვან პოლიტოლოგთა აზრით, მომართულმა რუსეთის სახელმწიფოს გარდაუვალი მოსპობისა და კატასტროფისკენ), გამოიწვია რუსეთის სრული იზოლაცია, საქართველოს კი ამ ეტაპზე პოლიტიკური გამარჯვება მოუტანა. ჩაიდენდა თუ არა რუსეთის ხელისუფლება ამ სიგიჟეს, ჩვენ რომ ჯარები არ შეგვეყვანა ცხინვალში? Aამაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ქართული არმიის მოქმედებამ აფიქრებინა რუსეთის ხელისუფლებას, რომ ახლა უკვე საკმარისი საფუძველი აქვს, იმოქმედოს კოსოვოსა და ერაყის "ანალოგიური'' სცენარით, რაც ჩეკისტების წარმოდგენით მდგომარეობს იმაში, რომ დაბომბონ, დაანგრიონ, დააზიანონ და გაძარცვონ განურჩევლად ყველაფერი, მსოფლიოს კი გამოუცხადონ, რომ ტერმინი "თანმდევი მსხვერპლი'' ისევე, როგორც ტერმინი "რეჟიმის შეცვლა'', სხვა სახელმწიფოს მოგონილია და არა მათი.

რაც შეეხება "რეჟიმის ცვლილებას''. რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს შეიძლება იმისი დაჯერებაც გაუჭირდეს, რომ პუტინი და მისი გარემოცვა დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან სულ მალე საქართველოში დაიწყებოდა მასობრივი არეულობა, პოლიტიკური გამოსვლები არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც მალევე დასრულდებოდა ხელისუფლების დამხობითა და (ცხადია რუსეთის დახმარებით) პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალების მოსვლით ხელისუფლებაში. ვისაც ეს ეეჭვება, გაიხსენოს, რამდენჯერ მიულოცა პუტინმა იანუკოვიჩს უკრაინის პრეზიდენტად არჩევა, როგორ მოქმედებდნენ თვით პუტინი და მისი გარემოცვა ჰაჯიმბას რომ "სვამდნენ'' აფხაზეთის პრეზიდენტად, როგორ აფინანსებდნენ ჩეკისტები იგორ გიორგაძის "მომხრეების'' სრულიად მარაზმატულ დემონსტრაციებს იმ რწმენით, რომ ისინი საერთო-სახალხო აჯანყებაში გადაიზრდებოდა და მრავალი სხვა, რბილად რომ ვთქვათ, კურიოზული შემთხვევა.

ჩვენს შეცდომებზე მსჯელობა დავასრულოთ იმით, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო ეს შეცდომები და რა შეფასებაც არ უნდა მივცეთ მათ, ფაქტია: თავისი უაზრო და გიჟური მოქმედებით, მასშტაბური და მძიმე დანაშაულით რუსეთის ხელისუფლებამ ერთი მოსმით წაშალა ისინი პოლიტიკური დაფიდან. Aახლა ამ დაფაზე მხოლოდ რუსეთის საზარელი მოქმედებაა დაფიქსირებული მთელი მსოფლიოს დასანახად და რუსეთის ხელისუფლება, თითქოს აზარტში შესული და წერას ატანილი, უმატებს და უმატებს მორიგ უაზრო ქმედებებს. რად ღირს თუნდაც კარიბის ზღვის აუზში ბომბადმშენების გაშვება და სამხედრო ხომალდების გაგზავნის დაპირება. ეს ყველაფერი იმდენად აღემატება რუსეთის რეალურ შესაძლებლობებს, რომ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან მხოლოდ დაცინვას იწვევს. ამავდროულად, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ, ამ ტერიტორიების "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად'' გამოცხადების ინსცენირებამ და შემდეგ ამ "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა'' ცნობამ, ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ ბოლო ერთ თვეში განხორციელებულმა არაერთმა ქმედებამ დაარწმუნა მსოფლიო იმაში, რომ რუსეთს უნდა, არც მეტი არც ნაკლები, მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარება სამხედრო ძალის გამოყენებით და რომ საქართველო შესაბამის რიგში, უბრალოდ, პირველი აღმოჩნდა. სწორედ ამ რეალობამ გამოიწვია უდიდესი აღშფოთება და შეშფოთება, რუსეთის სრული იზოლაცია და ის ზეწოლა რუსეთზე, რომლის გაძლების უნარი ბევრჯერ აღემატება რუსეთის რეალურ ძალას.

როგორ ვიმოქმედოთ? Pპასუხი მარტივია: უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციულ მოწოდებებს ხელსუფლების ვადამდელი შეცვლის თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ არასტაბილურობის მცირე ნიშნებიც დაგვაკარგვინებს დასავლეთის ნდობას, შეგვიმცირებს დასავლეთის მხარდაჭერას, რაც, ცხადია, ჩვენთვის უმძიმეს შედეგებს გამოიწვევს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა შეუდარებლად სუსტია და უუნარო, ვიდრე არსებული ხელისუფლება და არ სარგებლობს ნდობით დასავლეთის მხრიდან. ამვდროულად ჩვენს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ საკუთარი ძალაუფლების დამატებითი კონსოლიდაციის ნებისმიერი მცდელობა საპირისპირო შედეგებს გამოიწვევს. ხელისუფლება უნდა გათავისუფდეს "დამღუპველი თვითდაჯერებულობისგან'', მან უნდა შეძლოს უარის თქმა მართვის პრაქტიკულად ერთპიროვნულ, ვოლუნტარისტულ-იმპულსურ სტილზე, რაოდენ რთული არ უნდა იყოს ეს მისთვის. მას უნდა ესმოდეს, რომ მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია, გამჭვირვალეობა, თავისუფალი ტელევიზია, ძალაუფლების მაქსიმალური დელეგირება შესაბამის ინსტიტუტებში, კანონის უზენაესობის დაცვა, ნამდვილი ბრძოლა ელიტარულ კორუფციასთან არის სტაბილურობისა და მათ შორის საქართველოს ხელისუფლების დაცულობის გარანტი. თუ ასეთი გზით ვივლით, მაშინ გამართლდება ჩვენი მეგობარი უცხოელი პოლიტოლოგის სიტყვები: საქართველოში 2 სექტემბერს გამართული ცოცხალი ჯაჭვი პუტინის ტანკებზე უფრო ძლიერიაო.

მოთმინებით უნდა აღვივსოთ. ისეთ ფაზაში შევედით, რომელშიც ჩვენი პრობლემების მოგვარების რაიმე კონკრეტული ვადების გამოცხადება და მით უფრო დიპლომატიური გზების გარდა "სხვა გზებზე'' ფიქრი და უბრალო ხსენებაც კი მხოლოდ სავალალო შედეგების მომტანია. შევურიგდებით ჩვენს აფხაზებსა და ოსებს, დევნილები უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში; სრულიად მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოების აქტიური მონაწილეობით აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს ასე იქნება, ვინაიდან ჩვენი საუკუნის "ახალი წესრიგი'' გამორიცხავს მოვლენათა სხვა განვითარებას. მაგრამ თავად არ უნდა შევუშალოთ ხელი ამ პროცესებს, ჩვენი უაზრო და კონტრპროდუქტიული პროაქტიური მოქმედებებითა და ყმაწვილური "გულის მოუთმენლობით''. ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს მეოცე საუკუნის დიდი მოღვაწე, დასავლეთ გერმანიის კანცლერი კონრად ადენაუერი, რომელმაც ურთულეს პირობებში, ფაქტობრივად, უმცირესობაში მყოფმა, შეძლო გერმანიის გაერთიანების სტალინის პროვოკაციული გეგმის უგულებელყოფა და აუხსნა გერმანელ ხალხს, რომ გერმანია აუცილებლად გაერთიანდება, ოღონდ სულ სხვა გზით და სხვა დროს.

ჩვენი ანალიზი რუსი მწერლისა და კინორეჟისორის, სანკტ-პეტერბურგელიAანდრეი გუსაროვის სიტყვებით დავამთავროთ:
Будем терпеливы. Мы все станем свидетелями того, как их шутовское государство развалится, а его обломки похоронят эту цирковую труппу. Последний шанс сохраниться России, как единому государству был упущен 08.08.08 года, с первыми русскими танками и БТРами, чей бравый поход под трёхцветным флагом на мирные грузинские города и сёла стал началом похоронной процессии государства российского.
Это будут длинные похороны. Сейчас циркачи улыбаются, радуясь своей сноровке. Не знают они того, что похороны начались. Катафалк, грохнув ракетой Искандер по спящему жилому дому, тронулся в последний путь по дороге всемирной истории. Будем терпеливы и великодушны. Положим ещё веночек на их могилку.
Сейчас для всех нас настал важный момент, пришел час понять, кто враг, а кто друг. Историческая миссия грузинского народа - сохранить свободу и мир, и сберечь собственное государство не только для себя и своих детей, но и для многих и многих русских, которые в лживой атмосфере кремлевской пропаганды верят в правду и свободу.
С Грузией воют русская армия, российское государство. Но нужно помнить, что за этими безликими институтами стоят конкретные люди, чьи имена весь мир будет помнить до начала международного военного трибунала: Путин, Медведев, Миронов, Наговицын...
Простой американский солдат, убитый в бою в 1917 году, написал однажды в своём дневнике небольшой текст под заголовком «Моя клятва».
«Америка должна выиграть эту войну. Поэтому я буду работать и экономить, я пожертвую всем и вынесу все лишения, я с радостью пойду на войну и буду сражаться так, как будто исход всей войны зависит от меня одного».
Сейчас, в дни российской агрессии, каждый свободолюбивый человек на земле, в Грузии и России, США и Германии, Японии и Австралии, подпишется под этими словами.


ავტორი: "ჯი-ეიჩ-ენის" ანალიტიკური ჯგუფი

ავტორი: . .