თებერვალში საწვავის იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, თებერვლის საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 74,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,6 ათასი ტონით მეტია იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 2,4 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის, 2018 წლის თებერვლში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 40,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 34,1 ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის თებერვლში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 27,1 ათასი ტონა ანუ 66,7%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,3 ათასი ტონა ანუ 30,3%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,2 ათასი ტონა ანუ 3%.
ქვეყნების მიხედვით 2018 წლის თებერვლში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 26,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 17,3 ათასი ტონა (23,1%), თურქმენეთი - 13,9 ათასი ტონა (18,6%); აზერბაიჯანი - 8,9 ათასი ტონა (11,9%), ბულგარეთი - 5,2 ათასი ტონა (7,0%); საბერძნეთი - 2,9 ათასი ტონა (3,9%).
„იმის გათვალისწინებით, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავის თებერვლის იმპორტი აღემატება როგორც იანვრის, ასევე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ქვეყანაში საწვავის მოხმარება კვლავინდებურად სტაბილურად მაღალ ნიშნულზე დგას”, განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:
მიმდინარე წლის თებერვლში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 1,9 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 0,6 ათასი ტონით ნაკლებია იანვრის მაჩვენებელთან შედარებით.
თებერვლში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით მეტია იანვრის მაჩვენებელთან შედარებით.
2018 წლის თებერვლში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,4 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
2018 წლის თებერვლში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 0,3 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით ნაკლებია იანვრის მაჩვენებელთან შედარებით.