წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2017 წლის IV კვარტალში, 497.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 89.1 პროცენტით მეტია. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
2017 წლის IV კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 20.9 პროცენტით, მეორე ადგილზე - ჩეხეთი 20.1 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე ნიდერლანდები - 18.2 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, 2017 წლის IV კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 64.9 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 148.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 94.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 79.3 მლნ. აშშ დოლარით.