ბათუმში, ბულვარში მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადავარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს, მომხადრთან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.