Airbus-ი თანამშრომელთა რიცხოვნებას 3,7 ათასით შეამცირებს.როგორც უცხოური მედია წერს, შემცირება შეეხებათ ძირითადად საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში არსებულ თანამშრომლებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თანამშრომელთა შემცირებას Airbus-ი A380-სა და A400M-ს მოდელის თვითმფრინავის წარმოების შემცირებას უკავშირებს.