9 მარტს, 13:30 საათზე, ბათუმში, საწარმო „დარ კაპიტალში“ (ა.შანიძის ქ. 5) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფომაციო ცენტრის ბათუმის ოფისის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორი კატია კამერერი გახსნიან.
ღონისძიებას ადგილობრივი მთავრობის, ბიზნეს-ასოციაციების, დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. გაიმართება მოწინავე პრაქტიკის მაგალითისა და DCFTA საინფორმაციო ცენტრის სერვისის პრეზენტაციები. ღონისძიების ფარგლებში შედგება დისკუსიაც და მონაწილეებს საშუალება ექნებათ საინფორმაციო სტენდთან მიიღონ კონსულტაცია DCFTA საინფორმაციო ცენტრის ექსპერტებისგან ევროკავშირის ბაზრისა და ხეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ.
DCFTA საინფორმაციო ცენტრის ოფისები სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ევროაკავშირისა და GIZ-ის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა და უკვე საქართველოს 4 ქალაქში ფუნქციონირებს. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის თანადაფინანსებით EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.