თბილისში, იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად აქცია მიმდინაროებს.
აქციის პარალელურად კონტრაქციაც იმართება.
კონტრაქციის მონაწილეებმა ტრანსგენდერ ქალებს და აქციის სხვა მონაწილეებს კვერცხები ესროლეს. შემთხვევის შედეგად, კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციამ დააკავა.
კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი დაკავებამდე აცხადებდა, რომ თუ პოლიციამ საშუალება მისცა, ისინი აქციას ფიზიკურადაც შეუშლიან ხელს და მათ პლაკატებს გადაუხევენ .