კანადური კომპანია BlackBerry Ltd. რომელიც სმარტფონების წარმოებითაა დაკავებული ტექნოლოგიების მოპარვის გამო Facebook-ის კუთვნილ WhatsApp-სა და Instagram-ს სასამართლოში უჩივლებს.
სარჩელის საფუძველი კი ინტელექტუალური საკუთრების უფლების ხელყოფაა, რადგანაც Facebook-მა მესინჯერის შექმნისას BlackBerry-ს ტექნოლოგია გამოიყენა და კანადური კომპანიის პატენტი უგულვებელყო.