2017 წლისთვის Turkish Airlines-ის წმინდა მოგებამ 175 მლნ დოლარი შეადგინა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიის გაყიდვებმა 39,7 მლრდ დილა (10,8 მლრდ დოლარი) შეადგინა, რაც 35%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2017 წელს Turkish Airlines-ი 68,6 მლნ მგზავრს მოემსახურა, ხოლო დატვირთულობის კოეფიციენტმა 79,1%-ი შეადგინა, რაც 2016 წლის მონაცემებთან 4,7%-ითაა გაზრდილი.
Turkish Airlines-ი ამ დროისათვის 330 თვითმფრინავს აერთიანებს.