118 არასამთავრობო ორგანიზაცია და 40 ათასამდე ამომრჩეველი პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალების კვოტის გაზრდას ითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ და გენდერული კვოტირება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
როგოროც ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა, კანონპროექტი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე, განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.
„118 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, რომ მიიღოს კანონპროექტი გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით. მოეთხოვებათ, როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე წარადგინონ ყოველი მეორე განსხვავებული სქესის ადამიანი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რომელიმე გამოაკლდება საკრებულოს ან პარლამენტს იმავე სქესით რომ ჩანაცვლდეს", - განაცხადა ბენიძემ.
გენდერული კვოტირების მოთხოვნით პეტიცია რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, რომელსაც 40 000-მდე საქართველოს მოქალაქემ მოაწერა ხელი.