რობოტი Cruzr, რომელიც კომპანია UB Tech-ის მიერაა შექმნილი ადგილობრივ მედიას შეხვდა. რობოტს დაუსვეს შეკითხვა, სურდა თუ არა მას ოჯახის შექმნა.
Cruzr-მა უპასუხა, რომ ჯერჯერობით არ იცის, რა წესები არეგულირებს საქორწილო შეთანხმებას. თუმცა რობოტს მიაჩნია, რომ მსგავსი გამოცდილება მისთვის საინტერესო იქნება.
აღსანიშნავია, რომ რობოტი Cruzr-ის პასუხები, ჰუმანოიდ რობოტ სოფიასგან განსხვავებით, რომელიც კომპანია Hanson Robotics-ის მიერაა შექმნილი და ხელოვნური ინტელექტით იმართება, მის ტვინშია ჩაპროგრამებული.
რობოტი Cruzr-ი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ოფისში დამხმარის ფუნქციას ასრულებს. ის ასევე სათავეში უდგას და მართავს პერსონალს.