თბილისში ოთხი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ვარკეთილში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტისას, ერთ-ერთმა მძღოლმა რამდენიმე მათგანი დაჭრა.
შსს-ში ადასტურებენ მომხდარს ფაქტს. გამოძიება სსკ-ის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას გულისხმობს.
დაჭრილები ინგოროყვას კლინიკაში, ამტელის კლინიკასა და ზღვის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია უტარდება.
შსს-ს ცნობით, გამოვლენილია დამნაშავე.