რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში შუა ხნის ქალი მოკლული იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და კრიმინალური პოლიცია. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.