თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 8 მარტს 12:00 საათზე დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე, ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
ხვალ დაცვის მხარე რამდენიმე მოწმეს დაკითხავს.
დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე სამი პირია ბრალდებული. ბექა კირვალიძე, ზურაბ ქუთელია და არტემ აგაჯანოვი. ბექა ქუთელია ცემის ფაქტს აღიარებს. დანარჩენი ორის შემთხვევაში კი დაცვის მხარე აცხადებს, რომ ისინი როსტომაშვილის ცრუ ჩვენებას ეწირებიან.
შეგახსენებთ, რომ ბექა კირვალიძეს წარდენილი აქვს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტები, 238-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 379-ე მუხლის პირველი ნაწილით. ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე. არტემ აგაჯანოვს წარდგენილი აქვს 25-179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი , ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე. ზურაბ ქუთელიას წარდგენილი აქვა 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.