"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) კვლევის მიხედვით, სასამართლოებში საქმეების ელექტრონულად განაწილების პროცესში რიგი ხარვეზები გამოვლინდა.
EMC-იმ მიმოხილვის დოკუმენტი, სადაც საუბარია საქმეების განაწილების სისტემაზე. დოკუმენტის მიხედვით, ძირითადი გამოწვევებია; არასისტემური და ფრაგმენტული ცვლილებების განხორციელება და საგამონაკლისო შემთხვევების გაზრდა, საქმეების შემთხვევითი განაწილების პრინციპი უზრუნველყოფილი არ არის ყველა სასამართლოში, ასევე სასამართლოს თავმჯდომარეებს შენარჩუნებული აქვთ ბუნდოვანი უფლებამოსილებები. ორგანიზაციის ხელმძღვანელ სოფო ვერძეულს მიაჩნია, რომ პრობლემაა ასევე როდესაც კანონში დეტალურად არ არის გაწერილი საქმეების განაწილების საკითხი და ამ წესს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს.
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მიერ მომზადებულ დოკუმენტის პრეზენტაციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ არსებობს ხარვეზები, თუმცა ამ საკითხების გადასაჭრელად მუდმივად მიმდინარეობს ამოცანების დასახვა.
„მე არ მაქვს განცდა, რომ წესი იმდენად სრულყოფილია, არ სჭირდება განვითარება. ჩვენ შემდგომში მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ. ტექნიკურმა ჯგუფმა დაარეგულირა რიგი საკითხები, შევძელით კანონით დადგენილ ვადაში აგვემოქმედებინა ეს წესი”, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
ცნობისთვის, დოკუმენტი 2017 წლის 31 დეკემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლოებში საქმეების განაწილების ახალი სისტემის ფუნქციონირებას აფასებს.