ეს [შენობებზე მხოლოდ უცხოენოვანი წარწერები] კატეგორიულად მიუღებელია და ზედამხედველობის სამსახურს ვთხოვ, პირველ აპრილამდე მიეცით ყველას გონივრული ვადა და ამის შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ დაჯარიმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 3000-ით.
„ვიყავით კონკრეტულ ქუჩებზე, სადაც არსებობს ეს პრობლემა, არ ხდება ქართული ანბანის გამოყენება.
ეს კატეგორიულად მიუღებელია და ზედამხედველობის სამსახურს ვთხოვ, პირველ აპრილამდე მიეცით ყველას გონივრული ვადა და ამის შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ დაჯარიმება.
პარალელურად შეგვაქვს ცვლილებები, ამჟამინდელი ჯარიმები ფიზიკური პირისთვის 200, იურიდიულისთვის 300 გაიზარდოს და ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 3000 ლარით.
ეს არის ის მიმართულება, რომელიც აუცილებლად უნდა მოწესრგიდეს. ქართულ ანბანს ყველამ უნდა ვცეთ პატივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.