პატიმრობიდან გათავისუფლებული ირაკლი ჩხვირკია აჭარის პროკურატურისა და რამდენიმე გამომძიებლის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს. მისი თქმით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არსებული მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია და 11 თვე. 11 თვე პატიმრობაში სრულიად უკანონოდ გატარა,
„ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას და ისევ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლო, გავაგრძელებ ზემდგომ ინსტანციაში. მე ვაპირებ საჩვარი შევიტანო ბათუმის პროკურატურისა და რამდენიმე პოლიციელის წინააღმდეგ, რომლებმაც მოახდინეს მტკიცებულებების ფალსიფიცირება“, - ამბობს ჩხვირკია.
ცნობისთვის, ბათუმის მოვლენებზე მსჯავრდებულები, ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს გაათავისუფლა. ბრალდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო.
ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღორღობერიძეს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით ჰქონდათ მისჯილი. აღნიშნული, პროკურატურამაც და დაცვის მხარემაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლო პროცესები კვლავ გაგრძელდება, დაცვის მხარეს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.