კომპანია Asymco-ს ანალიტიკოსმა გორაცი დედემ Apple-ს გაჯეტების საშუალო „სიცოცხლის“ ხანგრძლივობა გამოთვალა.
როგორც კვლევამ აჩვენა „ჩაკბეჩილის ვაშლის“ პროდუქციის „სიცოცხლის“ საშუალო ხანგრძლივობა 4 წელზე მეტია.
ამ დროისათვის მსოფლიოში Apple-ს 1,3 მლრდ მოწყობილობაა ცოცხალი, არადა რეალურად სულ 3 მლრდ-მდე გაჯეტია გაყიდული.
რეალურად კი iPhone, iPad, Apple Watch ან Mac-ის მფლობელები იმდენად კმაყოფილნი არიან საკუთარი გაჯეტებით, რომ მათ შეცვლას ან ჩანაცვლებას არ ჩქარობენ.