გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში თაბაშირის მწარმოებელი საწარმო აშენდება.
ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „პარტნიორს“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 6817 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.
კომპანია გეგმავს, უახლესი ტექნოლოგიებით აწარმოოს კედლების ბათქაშით შელესვისათვის საჭირო სალესი მასალები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში.