საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიწვევით, ანტიტრასტულ ფორუმს დაესწრო, რომელიც ქ. ალმათიში გაიმართა.
ნოდარ ხადურმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ისაუბრა საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის ფორმირებაზე და ფორუმის მონაწილეები საქართველოში, მეორე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.
ფორუმზე განსახილველ თემებს შორის იყო: მონოპოლიები და ანტიტრასტული კანონმდებლობა; დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; კარტელური შეთანხმებები; არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთის მეთოდიკა, პრევენცია; მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ა.შ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უწყებებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ საქმიანი შეხვედრები გამართა მეგობარი ქვეყნების კონკურენციის უწყების ხელმძღვანელ პირებთან, ასევე OECD, UNCTAD-ის, კანადის კონკურენციის ბიუროს წარმომადგენლებთან.
ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს ბუნებრივი მონოპოლიების რეგულაციის, კონკურენციის დაცვლისა და მომხმარებელთა უფრებების კომიტეტი, კონკურენციის პოლიტიკის დაცვისა და განვითარების ცენტრი, კონკურენციისა და სასაქონლო ბაზრების განვითარების ასოციაცია.