4 მეტრიანი საბრძოლო რობოტი შექმნილია. ჟურნალ CNBC-ის ინფორმაციით, წარმატებით გამოსცადეს რობოტი Method-2, რომელიც სამხრეთ კორეულმა კომპანია Hankook Mirae Technology-მ შექმნა.
რობოტს შეუძლია ადამიანი რამდენიმე მეტრის რადიუსში დააზღვიოს. მისი მართვა არა ცალკე კაბინიდან, არამედ რობოტში არსებული სივრციდან ხდება. Method-2-ის პრეზენტაცია 2016 წლის დეკემბერში მოხდა, თუმცა ამ დრომდე მისი ტესტირება მიმდინარეობდა. რობოტის სიმაღლე 4 მეტრია, ხოლო წონა 1,6 ტონა.
რობოტის 3D-დიზაინზე მხატვარმა ვიტალი ბულგაროვმა იზრუნა. რობოტის ღირებულება 100 მლნ დოლარია.