ზაფხულში ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ახალი სივრცე შეემატება, სადაც თანამედროვე ლანდშაფტური არქიტექტურის მქონე გადასახედი მოეწყობა. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ რეკრეაციულ ზონაში გაკეთდება მოსასვენებელი და დაირგვება მცენარეები.
ტერიტორია უკვე მზად არის სამუშაოების დაწყებისათვის. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. პროექტის ავტორი ბაღის ლანდშაფტის არქიტექტორი ნინო გამხოშვილია. სამუშაოები ივნისში დასრულდება.