5 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4585 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4634 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.49 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0274 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0268 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.06 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6436 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.3976 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 მარტიდან შევა ძალაში.