4 ივნისიდან, ავიაკომპანია Yanair-ი ხარკოვიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს.
რეისები კვირაში ერთხელ ყოველ ორშაბათს განხორციელდება და გაწერილი განრიგის მიხედვით Yanair-ი აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას 24 სექტემბრამდე გეგმავს. განრიგის მიხედვით, ფრენა ხარკოვიდან ადგილობრივი დროით 16:00 საათზე (ადგილობრივი დროით), ხოლო ბათუმიდან 13:15 საათზე (ადგილობრივი დროით) განხორციელდება. ფრენის ხანგრძლივობა კი 2 საათი და 40 წუთია. ავიაბილეთის ღირებულება 220 დოლარიდან (ორი გზა) იქნება და აღნიშნული ტარიფი მოიცავს ჩასაბარებელ ბარგსა და კვებას.
როგორც ცნობილია, Yanair-მა ლვოვი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთებს რეალიზაცია უკვე დაიწყო. ფრენებს ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებაზე კი 8 ივნისიდან დაიწყებს.