იაპონიაში, ქალაქ ნარიტას აეროპორტთან ახლოს საცხოვრებელ სახლს თვითმფრინავის დეტალი დაეცა.
როგორც იაპონური სააგენტო Kyodo იუწყება, თვითმფრინავის ჩამოვარდნილი დეტალი 1 კგ-ს იწონიდა.
ამ დროისათვის უცნობია, კონკრეტულად რომ თვითმფრინავს მოძვრა კონკრეტული დეტალი. ასევე უცნობია ინფორმაცია, თვითმფრინავის ფრაგმენტის ჩამოვარდნის შემდეგ რა ტიპის დაზიანება მიიღო საცხოვრებელმა სახლმა და არიან თუ არა დაშავებულები.