ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში სკოლის მოსწავლე მიტოვებული შენობიდან გადავარდა - დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ცაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელიც დღეს დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.