2018 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48 %-ით გაიზარდა და 31 892 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 59% ქართველია, ხოლო 41% უცხოეული.
საერთაშორისო მოგზაურებიდან, დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, გაერთიანებული საემიროებიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ესტუმრა.
2018 წლის 2 თვის მონაცემებთ, ტოპ 5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორია ასე გამოიყურება:
- თბილსის ეროვნული პარკი
- ყაზბეგის ეროვნულ პარკი
- პრომეთეს მღვიმე
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
- ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები