აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3 მლნ ბარელით გაიზარდა და შეადგინა 423,5 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები გაიზარდა2,483 მლნ ბარელით და შეადგინა 251,817 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 960 ათასი ბარელით და შეადგინა 137,985 მლნ ბარელი.
აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 867 ათასი ბარელით დღე-ღამეში 7 მლნ ბარელამდე დღე-ღამეშე.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა 41 ათასი ბარელით 9,919 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში გაიზარდა 0,2 მლნ ბარელით და შეადგენს 664,7 მლნ ბარელს.