კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს.
როგორც მან შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, შსს-მ ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება.
"საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - განმარტა ჭელიძემ.
შეგახსენებთ, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შენობიდან შუშა ჩამოვარდა.
შუშა გამვლელებს დაეცა, მათ შორის 6 ბავშვს, რომლებიც ტერიტორიაზე მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდნენ.
ერთი დაშავებული ინგოროყვას კლნიკაში, ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა.