წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,4 პროცენტი შეადგინა.
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის იანვარში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხოლო კლება დაფიქსირდა მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის, ტრანსპორტის, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების და კავშირგაბმულობის სფეროებში.