ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 70 წლამდე მამაკაცი სახლში მოკლული იპოვეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ის მეზობლებმა ნახეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს. მოკლული მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.
მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.