“დედე'' პირველი ქართული ფილმია, რომლითაც ფრანგული უმსხვილესი ავიაკომპანია ''Air France'' დაინტერესდა.
''Air France''-მა გამოთქვა სურვილი, რომ მარიამ ხაჭვანის ფილმი "დედე" მათი ავიახაზების მგზავრებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და მალე მგზავრებს „დედე“-ს (Dede) ნახვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თვითმფრინავით ფრენისას შეეძლებათ.
„დედეს" მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც იგი ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა. მოგვიანებით კი ფილმს ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში გამართულ Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე იუნესკოს „კულტურული მრავალფეროვნების" ჯილდო გადასცეს და საფრანგეთში, იუნესკოს ცენტრალურ ოფისში აჩვენეს.
არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი „დედე" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნეს და მომავალი ქორწინების ჩაშლას ცდილობს. ფილმის გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა, მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი, ნუკრი ხაჭვანი და გირშელ ჭელიძე.
„დედე" 4 ქვეყნის კოპროდუქციაა - საქართველო, ირლანდია, ყატარი, ჰოლანდია. აღსანიშნავია, რომ ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა, ასევე ისიც, რომ სვანია ყველა მსახიობი.