გლდანის მე-3 მ/რ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა „ლიბერთი ბანკის“ ფილიალზე. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა.
თავდასხმის დროს ბანკში თანამშრომლები და რამდენიმე მოქალაქე იმყოფებოდა.
თვითმხილველების განცხადებით, შეიარაღებულ პირს ნიღაბი ეკეთა.
შსს-მ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.