ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე სამართალდამცავები ნაღმს არ ეძებენ - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების განმარტებით, მოქალაქემ ქუჩაში შეამჩნია ყუთი ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი შემოწმება.
"ბათუმში ნაღმს არ ეძებენ. შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, რომ იპოვა ყუთი რომელიც უპატრონოდ იდო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემწმებითი სამუშაოები",- აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩა გადაკეტილი იყო.
ადგილზე დაახლოებით ერთი საათია სპეციალისტები მუშაობენ.
ქუჩაზე მოძრაობა ამ წუთებში აღდგა.