ბაზრობა „თერგში“ დასაქმებულების ვარაუდით, ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს. მათი თქმით, შენობაში გაყვანილობა ახალი გამოცვლილი იყო და ხანძრის გაჩენის ალბათობა თითქმის არ არსებობდა. ერთ-ერთი მოვაჭრე ამბობს, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე განტავსებულ მაღაზიებში ჩამრთველებიც კი არ არსებობდა და ამასთან, დაცვის თანამშრომლები მუდმივად ამოწმებდნენ ტერიტორიას.
თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ხანძრის შესახებ შეტყობინება 00:15 საათზე შევიდა. დაშავებულტა შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. თბილისის მერის მოადგილის სოფო ხუნწარიას ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება, თუმცა როგორც მან აღნიშნა, არა ხანძრის გამო.