არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზის მასალებს და საბუთებს ოკუპირებული ცხინვალიდან რუსეთის ფედერაციაში გადააგზავნიან.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებლმა გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღეს, რომ მათ შესაბამისი ექსპერტიზა ადგილზე ვერ ჩაატარეს, რის შემდეგად აუცილებელი გახდა საბუთების რუსეთში გადაგზავნა.
ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევის ადასტურებს. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა.
ცნობისთვის, ამ წუთისთვის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალის ორივე მონაკვეთი გადაკეტილი აქვთ.
ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.
სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
სპეცრაზმის გამოჩენამ ადგილზე ტატუნაშვილის ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ცხედრის გადაცემამდე არ დაიშლებიან.