საქართველოს შეიარაღებულ ძალებს იარაღი საკმარისზე მეტი აქვს და არმია ცოდნით უნდა შეიარაღდეს, _ ამის შესახებ პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.
მისი თქმით, შეიარღებულ ძლებს რა თქმა უნდა, ესაჭიროება აღჭურვა და ჩვენ ამას გავაგრძლებთ. "იარაღი რაც გვჭირდება მინიმუალურ დონეზე, იმაზე მეტი გვაქვს. ახალი იარაღის შემოტანა ამ მიმართულებით საჭირო არ არის, ჩვენ სხვა იარაღი გვჭირდება, რომელიც ასევე საჭიროა. მაგრამ უნდა ვიცდეთ, რომ კარგად მომზადებული არმია ნებისმეირი შეიარაღების პირობებში არიან მზად, რომ იბრძოლონ, და ცუდათ მომზადებული ოფიცერი რა იარაღიც არ უნდა მისცე ვერ იბრძოლებს. მთავარი არის ცოდნა, მომზადება და ჩვენი ინტელექტი", - აღნიშნა სააკაშვილმა.