საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი აღიარებს შეცდომას და აცხადებს, რომ კადეტთა კორპუსი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიხურა არ უნდა გაუქმებულიყო. მისი თქმით, ქუთაისში გახსნილ კადეტთა კორპუსში ამჟამად 300 ახალგაზრდა სწავლობას. ამასთან პრეზიდენტის თქმით, კადეტთა კორპუსის აკადემია მომავალ წელს თბილისშიც გაიხსენება. ამის შესახებ პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.
"ვაღიარებთ იმ შეცდომას, როცა კადეტთა კორპუსი გავაუქმეთ. მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა რქებით გაიტანა, რომ გაუქმებიან კადეტთა კორპუსი. ახალა ქუთაისში კადეტთა კორპუსში 300 ახალგაზრდა მივიღეთ, მოამვალ წელს თბილისში გავხსნით და ამ ბავშვებს ოფიცრებად აღვზრდით. მიხარია რომ აღვადგენთ კადეტთა კორპუსს, სერჟანტთა სკოლას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ქართველი ჯარისკაცების სიძლიერეზე ისაუბრა და ესპანეთში კომუნისტების წინააღმდეგ მებრძოლი პოლკოვნიკ ამილახვრის შენაერთი გაიხსენა.
"კომუნისტურ ძალებს ქართულმა ძალებმა ესპანეთში მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს, პოლკოვნიკ ამილახვარის ხელმძღვანელობით. ეს სტალინის მეორე მარცხი იყო და ეს გაკვეთილი კარგად ისწავლა, მაგრამ აკრძალა ქართველი ოფიცირების მომზადება და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს ქართველი ოფიცირები არ ჰყოლოდა", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დღეს, ქართველი სამხედროების სიძლიერეს ხაზს ამერიკელი გენერლებიც უსვამენ.
"ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ უნიკალური თვისებები. ერთ-ერთი ამერიკელი გენერალი გვეუნბებოდა, რომ არის ქართველებში რაღაც ძნელად აღსაწერი, რაც მათ განსაკუთრებულ ნიჭიერებაზე მიუთითებს. გენარალმა პეტრიუსმა, რომელიც ავღანეთში მისიას ხელმძღვანელობს ამერიკის პრეზიდენტს მისწერა ოფიციალური წერილი, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველოს ნაწილი ყველაზე საუკეთესო კონტიგენტია", - განაცხადა პრეზიდენტმა.